ირაკლი ალასანია დაშავებულ და დაჭრილ სამხედროებს შეხვდა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:57

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ISAF-ის მისიის დროს დაშავებულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები- პოლკოვნიკები ლაშა ბერიძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, არმიის სერჟანტი ალუდა კოპალიანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე, ირაკლი ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიუხედევად ყველაფრისა, ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოს სამსახურში ვაჟკაცურად დგომას.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრირების პროცესი შეიარაღებულ ძალებში კიდევ უფრო გააქტიურდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ არიან ჯარის, ჩვენი საერთო ოჯახის განუყოფელი ნაწილი. დღეს საუბარი გვაქვს უკვე ინდივიდუალურად ჩვენს მეომრებთან, თუ როგორ დასაქმდებიან ისინი თავდაცვის სამინისტროში. ყველა მათგანი საბრძოლო ამოცანას ვეღარ შეასრულებს, რადგან მათ ჯანმრთელობა შესწირეს ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა აუცილებლად მოინახება მათთვის ადგილი სხვა დანიშნულებით, რაც თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს ჯარისკაცებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ოჯახის წევრებსაც ანალოგიური განცდა ჰქონდეთ. ამის გამო ჩვენ ოჯახის პროგრამასაც ვადგენთ. საჯაროდაც იქნება ცნობილი, თუ როგორ ჩავრთავთ ჩვენი მეომრების და განსაკუთრებულად ჩვენი ვეტერანების ოჯახებს ამ პროცესში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან ჩართული ყველა პროცესში და მათ შორის, საკუთარი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ ქართულ ჯარში. თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა სწორედ ასეთია“, - განაცხადა მინისტრმა. 

შეხვედრაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემაც მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიის დროს დაშავებულ ჯარისკაცებს და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათ მიერ ავღანეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილებაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო მისიისას დაჭრილი სამხედროებისთვის მინისტრის სახელით საზეიმო ვახშამი გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5