"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ უკანონოდ გასამართლებული პირების რეგისტრაციას იწყებს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:04

"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ უკანონოდ გასამართლებულ პირთა საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ინერტული დამოკიდებულების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გაერთიანების’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უკანონოდ გასამართლებული პირების საქმეების გადახედვა გარკვეული კრიტერიუმებით ყნდა მოხდეს.

"ხელისუფლების სხვადასხვა შტოები საუბრობენ პოლიტპატიმრებზე, ბიზნესმენებზე რომლებსაც ქონება წაართვეს, მაგრამ არსად არავინ არ საუბრობს იმ რიგით ადამიანებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უკანონოდ იქნენ გასამართლებულნი. ის, რომ საქმეების გადახედვა გარკვეული კრიტერიუმებით უნდა მოხდეს, ეს შერჩევითი მართლმსაჯულების დამკვიდრება, რასაც ჩვენ დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ და ამაში მნიშვნელოვან როლს სწორედ ის ათასობით უკანონოდ გასამართლებული პიროვნება შეიტანს, რომლებიც დღეს თვეობით მოლოდინის რეჟიმში არიან", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უფლებადამცველის განცხადებით,  იწყებენ ყველა იმ უკანონოდ გასამართლებული პიროვნების რეგისტრაციას, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

"თუ ხელისუფლება უმოკლეს დროში არ დაიწყებს უკანონოდ გასამართლებული მოქალაქეების საქმეების გადახედვას, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებია საჭირო და ამისათვის საკონსტიტუციო უმრავლესობა სულ არაა საჭირო "უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ათასობით ადამიანთან ერთად უკვე საპროტესტო აქციებით შეეცდება სამართლიანობის აღდგენას და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების გასამართლებას", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

დაზარალებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ "უფლებადამცველთა გაერთიანების’  ოფისს კოსტავას 75 გ-ში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42