ოზურგეთს რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალით უზრუნველყოფენ

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:32

აჭარის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ოზურგეთში სტიქიით დაზარალებული ობიექტები მოინახულეს და ოზურგეთის გამგებელთან, კოტე შარაშენიძესთან სამუშაო თათბირი გამართეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა მუნიციპალიტეტის გამგეობას დღესვე შეუძლია მიიღოს.

„ხის მასალა სამტრედიაშია დასაწყობებული, ხოლო სახურავები - საჩხერეში. როგორც კი გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება, გამგეობას შეუძლია, მასალა მიიღოს და რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყოს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ოზურგეთში 125-მდე შენობაა დაზიანებული, უმეტესობას გადახდილი აქვს სახურავები. აქედან 12 შენობა მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41