გურამ ოდიშარია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:18

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს. კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის თხუთმეტმა მსურველმა განაცხადები წარადგინა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ თხუთმეტივე განაცხადი განიხილა და ხუთი საუკეთესო კონცეფცია განსახილველად მინისტრს გადასცა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის შერჩევისას მინისტრმა საბჭოს რეკომენდაციებით იხელმძღვანელა.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ლევან თუთბერიძე, მარინა კერესელიძე, ნინო ანჯაფარიძე, დავით ჯანელიძე, გივი (ბესო) ოდიშარია, ზაზა რუსაძე, კოტე ჩლაიძე, ზურაბ მაღალაშვილი, თინა ყაჯრიშვილი, არჩილ შუბაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5