114 მომხრე და არც ერთი წინაამღდეგი - საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჩამოერთვა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:23

114 მომხრე და არცერთი წინაამღდეგი -  საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - მთავრობის დათხოვნა პარლამენტითან შეუთანხმებლად ჩამოერთვა. საკონსტიტუციო ცვლილებები, კონსტიტუციის სამ მუხლს შეეხო.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხალხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ხალხის ნების აღმასრულებელი გამომხატველი ორგანო.

"მე მინდა ეს მოვლენა მივულოცო, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას და მის მიერ არჩეულ ორგანოს, საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამ ცვლილებების შესვლის შემდეგ იქნება საქართველოს ხალხის ნების ექსკლუზიური აღმასრულებელი გამომხატველი იმ საკითხში, თუ ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ 25 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით და მისი დამტკიცების საკითხი ამ დრომდე გრძელდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43