ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ქიშმიში ყოფილა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 17:10

ქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულება 218 კილოკალორიაა, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. ქიშმიშის ცალკეულ სახეობათა სავაჭრო სახელწოდება ხშირად იცვლება და, შესაბამისად, მეტად მრავალფეროვანია, თუმცა თავად ჩამიჩის სახეობები უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

განასხვავებენ მის ოთხ ძირითად სახეობას:

წვრილი, ღია ფერის უკურკო ჩამიჩი. მიიღება ყურძნის ტკბილი მწვანე და თეთრი (ან მორუხო) ჯიშებისაგან. ცნობილია მისი ორი ძირითადი სახესხვაობა: ძალიან ტკბილი და ოდნავ ტკბილი, მშრალი კონსისტენციისა;

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები:

ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს - 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით. ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, C, მინერალებიდან - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა. ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი. ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც. ქიშმიში, გარდა იმისა, რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას, არბილებს ნაწლავებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5