ბორის ბერეზოვსკის მითვისებულ ქონებას რუსეთი უკან დაიბრუნებს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 16:31

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ზვიაგინცევი პირობას დებს, რომ მიუხედავად ბერეზოვსკის გარდაცვალებისა, რუსეთი  დაიბრუნებს იმ აქტივებს, რომელიც ბორის ბერეზოვსკიმ და მისმა თანამზრახველებმა დანაშაულებრივი გზით შეიძინეს.

პროკურორის თქმით, უკანონოდ მითვისებული ქონების ლეგალიზაცია საზღვარგარეთ მოხდა, ხოლო  სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს კრიმინალური ორგანიზაციის მიერ მითვისებული ქონების ჩამორთმევას. 

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში  ბორის ბერეზოვსკის  ქონებას საფრანგეთში დაადეს ყადაღა, რომლის ღირებულება   13 მლნ ევროს შეადგნდა, მოგვიანებით კი მისი ორი იახტაც "დააპატიმრეს".

გარდა ამისა, ბორის ბერეზოვსკის სასამართლომ "LogoVAZ" საქმეზე მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრა და  დაუსწრებლად  13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ბორის ბერეზოვსკი, 2000 წლიდან ლონდონში ცხოვრობდა, ხოლო 2003 წელს კი პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. რუსი ოლიგარქი  23 მარტს სურეის საგრაფოში გარდაცვლილი ნახეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43