ასლან აბაშიძე ახალ მოძრაობას აფუძნებს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 16:07

ასლან აბაშიძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, მოსკოვში მოღვაწე ასლან აბაშიძე ახალ სახალხო მოძრაობას, სახელწოდებით " ღირსეული აჭარა - ივანიშვილისთვის" აფუძნებს. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია აბაშიძემ დღეს ბათუმში გამართა.

მისი თქმით, კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის გარემოცვასთან უკვე გაიარა და ახლო მომავალში ივანიშვილთან პირადად შეხვედრასაც გეგმავს.

აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მოძრაობა მომავალში შესაძლოა პოლიტიკურ გაერთიანებადაც ჩამოყალიბდეს და კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც" გაწევრიანდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59