ჩინეთში ძლიერი ქარის შედეგად 1000-ზე მეტი სახლი დაინგრა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 16:09

ცენტრალურსა და სამხრეთ ჩინეთში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ 1000-ზე მეტი სახლი დაანგრია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქიისგან 838 000 ადამიანი დაშავდა. სტიქიურმა უბედურებამ 42 ქალაქი დააზარალა.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ პროვინცია გუანდუნში ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვისგან ცხრა ადამიანი დაიღუპა.

სტიქიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 95 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჩინეთში მეწყერის შედეგად, ექვსი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელთა ნანგრევებშიც უამრავი ადამიანი მოჰყვა. ქალაქ პენსიში მაშველებმა, ნანგრევებიდან, მხოლოდ ექვსი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43