გიორგი მარგველაშვილმა მუხრანში დაზიანებული საჯარო სკოლა დაათვალიერა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 15:32

საქართველოს მასშტაბით სტიქიამ 20 საჯარო სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები. სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქარის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 734 მოსწავლე სწავლობს და შესაბამისად, შენობაც საკმაოდ დიდია. გუშინდელმა ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავის ნახევარი ახადა. თუმცა, სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა, არის შუქი და გათბობა. ერთადერთ საფრთხეს შენობას წვიმა შეუქმნის.

 ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა ოზურგეთში დაზიანდა. სკოლები დაზიანდა რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში.

 მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რათა სწრაფად აღმოიფხვრას სტიქიის შედეგები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება. აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, ხოლო შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51