თავდაცვის უწყება სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 15:27

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ სალიკვიდაციო სამუშაო ჯგუფში ჩაერთო. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თავდაცვის უწყებაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ჯგუფის მიზანი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო და აღმოფხვრითი სამუშაოებია. ადლიასა და ურეხში დისლოცირებული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ბათუმში მიმდინარე შესაბამის სამუშაოებში უკვე აქტიურად მონაწილეობენ. სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად თავდაცვის სამინისტროში სრული მზადყოფნაა გამოცხადებული, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე საინჟინრო ტექნიკის კუთხით. ზარალის აღმოფხვრის სამუშაოებში ჩასართავად მზადაა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტიც, რათა საჭიროების შემთხვევაში რეზერვის დროული მობილიზება მოხდეს.

სამუშაო ჯგუფს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ხელმძღვანელობს. სამინისტროებს შორის აქტიური და ეფექტური კომუნიკაცია ხორციელდება. როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო საგანგებოდ შექმნილ ჯგუფს მუდმივად აწვდის ინფორმაციას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანური რესურსის, საინჟინრო ტექნიკისა და სხვა დამატებითი საშუალებების შესახებ. „პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებული შტაბის ყველა ქვედანაყოფი მზადაა იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს გვერდში დავუდგეთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამ ეტაპზე ქართველი სამხედროები ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ სალიკვიდაციო სამუშაოებში მხოლოდ ბათუმში არიან აქტიურად ჩართულები. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მოკლე ვადაში მოხდება პირადი შემადგენლობის მობილიზება და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე ზარალის აღმოფხვრით სამუშაოებში ჩართვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5