ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისს დაესწრო

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 14:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით აღვლენილ სამადლობელ პარაკლისს დაესწრო.

 სამადლობელი პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

"დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული,  1917 წლის 25 მარტს იყო აღდგენილი ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. ყოველ ჩვენთაგნს ბევრი გვიფიქრია, ვინ ვიქნებოდით ჩვენ, რომ ქრისტიანობა არ ყოფილიყო ჩვენი საფუძველი. ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ფილოსოფია ეყრდნობა მართლმადიდებელ სარწმუნოებას - ქრისტიანობას", - ბრძანა უწმიდესმა ქადაგებისას.

სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43