რეგიონული განვითარების სამინისტროს ცხელი ხაზი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 14:15

რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის შემოსულია 90-მდე შეტყობინება. თბილისიდან სულ შემოსულია 75 ზარი; გორიდან - 5 ზარი; სხვა მუნიციპალიტეტებიდან - 7 ზარი;

გორის სოფლებში დაზიანებულია 110 ნაგებობა. ქალაქ გორში დაზიანდა 35 კორპუსი. ამ დროისთვის ქალაქის აღწერა დამთავრებულია. დაზიანებულია სახურავები 23 000 კვადრატული მეტრზე;

 სამინისტროში შემული ინფორმაცია მიეწოდება საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს და 112-ის ცხელ ხაზს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტიქიით დაზარალებულთათვის ცხელი ხაზი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ცხელი ხაზი ახლაც მოქმედებს და მოქალაქეებსშეუძლიათ, დატოვონ სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია. ცხელი ხაზის ნომერია2 510 774.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46