არც ოლიმპიურ სოფელს უნდა შეექმნას პრობლემა და არც მოსახლეობის ინტერესები დაზარალდეს - ზაზა გაბუნია

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 14:06

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებით მოსაწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს. თუმცა, არ უნდა დავუშვათ რომ ამ პროცესში დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები და დაიკარგოს მათ სარგებლობაში არსებული ფართები, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გაბუნია მოსახლეობას დღეს, ჩინური კომპანიის მიერ დაწყებულ სამშენებლო სამუშაოების საკითხზე შეხვდა.

მოსახლეობის თქმით, სამშენებლო პროცესში ჩინური კომპანია აპირებს მიისაკუთროს ის ფართები, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე მოსახლეობის სარგებლობაშია. ეს ფაქტი მათ დღევანდელ შეხვედრაზე გააპროტესტეს. ზაზა გაბუნია მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესის შეუფერხებლობას თანაბრად მნიშვნელოვან საკითხს უწოდებს. მისი თქმით, მთავრობის, დედაქალაქის შესაბამისი ორგანოების, ჩინური კომპანიის და მოსახლეობის საერთო შეთანხმებით უნდა მოხდეს ისეთი შედეგის მიღწევა, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

ზაზა გაბუნიამ დღესვე მოსახლეობის ის ნაკვეთები და ბაღები დაათვალიერა, რომელთაც განადგურება ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43