„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" წლევანდელ რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზეა - ნინო ჯერენაშვილი

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 13:58

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ნინო ჯერენაშვილი „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

"საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სხვადასხვა ფაქტორი კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ქართული ტურისტული პროდუქტი მიმზიდველია და აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, სხვა შემთხვევაში, საქართველო ვერ დაიკავებდა პოზიციას მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებს შორის", - განაცხადა ჯერენაშვილმა.

ამის დასტურად დოქტორანტს გასული და მიმდინარე წლის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ოფიციალური მონაცემები მოჰყავს.

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ყოველწლიურად აქვეყნებს მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგს. 2013 წლის რეიტინგში 140 ქვეყანა მოხვდა, სადაც საქართველო 4,10 ქულით 66-ე ადგილს იკავებს. საქართველომ ადგილი 7 პუნქტით გააუმჯობესა 2011 წელთან შედარებით, სადაც საქართველო 73-ე ადგილზე იყო", - აღნიშნავს დოქტორანტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41