დავით ნარმანია, კახა კალაძე და არჩილ ხაბაძე აჭარაში სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებს ეცნობიან

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 13:38

ამ წუთებში ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის ახალი ბულვარის დაზიანებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ადევნებენ თვალს. ისინი აჭარაში სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე სწავლობენ. ბათუმის შემდეგ მინისტრები ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზიანებულ ობიექტებს მოინახულებენ. მინისტრებმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ქობულეთში დაზიანებული სახლები უკვე მოინახულეს. სახლების აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. მათ ასევე მოინახულეს, ქობულეთის სანაპირო ზოლი, რომლის დამცავი ჯებირიც შტორმის შედეგად ჩამოინგრა.

ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43