ბორის ბერეზოვსკი რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა - ვალერი გელბახიანი

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 13:35

ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ლიდერის ვალერი გელბახიანის განცხადებით, რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ცდილობდა რუსეთის ამჟამინდელი  ხელისუფლების შეცვლას, რისთვისაც, მისივე თქმით, ამისთვის მზად იყო პოლიტიკურად.

"საბოლოო მიზანი იყო რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვალა, თვითონ გააჩნდა ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის და ამ ამბიციას არ ჰქონდა ფუჭი ხასიათი. ის იყო ძალიან მომზადებული პოლიტიკურად და ძალიან აქტიური ადამიანი", - განაცხადა გელბახიანმა.

ასევე, ვალერი გელბახიანის თქმით, ბორის ბერეზოვსკის ერთ-ერთი მეგობარი და დასაყდენი ფიგურა ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

"ბადრი პატარკაციშვილი იყო მისი ერთ-ერთი დასაყრდენი და ფიქრობდა, რომ ბადრისთან ერთად ის შეძლებდა თავისი ამოცანების შესრულებას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ვითარება შეიქმნა, მაშინ მე პირადად ვერ დავინახე ბორის ბერეზოვსკის ის უცვლელი დამოკიდებულება მეგობრებისადმი, რასაც პატარკაციშვილი გამოხატავდა მის მიმართ, კერძოდ ეს იყო 2006-2007 წლები, როდესაც ბადრი პატარკაციშვილს პრობლემები შეექმნა იმდროინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან", - განაცხადა გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოლიგარქი, 67 წლის ბორის ბერეზოვსკი სურეის საგრაფოში, გარდაცვლილი ნახეს.  ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 2008 წელს ჟურნალი "ფორბსი" მის ქონებას 1.3 მილიარდ დოლარად აფასებდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები ბერეზოვსკის სერიოზული ფინანსური პრობლემების შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44