სამხედრო პოლიციას Agile Spirit 2013-ის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 13:18

„Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციელებისთვის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ISAF-ის ოპერაციაში სამხედრო პოლიციის როლზე სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ტრეინინგი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად პირადი შემადგენლობის მომზადებას ისახავს მიზნად. სწავლება „Agile Spirit 2013“ დასკვნით ფაზაზე გადადის. სამხედრო მოსამსახურეები შემაჯამებელი წვრთნისთვის ემზადებიან, რომელიც ორი დღის მანძილზე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე განხორციელდება.

სწავლება „Agile Spirit 2013“-ის დასკვნით ნაწილში მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46