შსს-მ „სუბუტექსი“-ს შეძენა-შენახვისა და შემოტანის ფაქტზე პირი დააკავა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 13:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1966 წელს დაბადებული მამუკა ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“-ს შეძენა–შენახვისა და შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება საფრანგეთში შეიძინა და იქვე ნაყიდი ავტომობილის სალონში შეინახა. ავტომანქანა საქართველოში მან გემით გამოაგზავნა.

სამართალდამცველებმა სამშობლოში დაბრუნებული მამუკა ყ. ბათუმში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 97 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გაუფორმებელი სანადირო თოფი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა) მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262–ე მუხლის (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) მე–4 ნაწილით და 236–ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) მუხლის 1-ლი ნაწილით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5