აბა, ვნახოთ მომავალში, ჩვენ თუ მოვახერხებთ განსხვავებულად ავაშენოთ საქართველო - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 12:24

უნდა გავაკეთოთ სწორად, ტექნოლოგიები უნდა დავიცვათ. სპეციალისტებმა უნდა იანგარიშონ და არა ერთმა კაცმა. ყველაფერი უნდა გააკეთოს სპეციალისტმა და აღარ მივიღებთ ასეთ შედეგებს, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, სტიქიით დაზარალებული შენობების დათვალიერებისას.

"აბა, ვნახოთ, მომავალში, ჩვენ თუ მოვახერხებთ განსხვავებულად ავაშენოთ საქართველო", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, შენობების მშენებლობისას არ არის დაცული საჭირო ნორმები და მაშინ, როდესაც არ ყოფილა ისეთი სიძლიერის ქარი, შენობების სახურავები  არ უნდა დაზიანებულიყო.

"არ არის დაცული ტექნოლოგიები. არც ერთი ხე არ არის მოტეხილი. ძლიერი ქარის პირობებში თქვენ კარგად იცით, როგორ ზიანდება ბუნება. ამას არ უნდა სპეციალისტი, ისედაც აქ ყველაფერი გასაგებია,  არ გააკეთეს სწორად და შედეგიც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, რომ არავინ არ დაშავებულა, როცა ამდენი სახურავი გადმოცვივდა", - -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი გორში ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად ჩავიდა. პრემიერმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ დასახლებულ პუნქტებში იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კომისია ზარალის დადგენას მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოახერხებს, რის სემდეგ შემდეგ სახურავების გადახურვა ტექნოლოგიების ზუსტი დაცვით მოხდება.

გორში ორმოცამდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, შენობები რაიონის რამდენიმე სოფელშიც დაზიანდა. ზარალი მიადგა კახეთს, თბილისს, გორსა და ბათუმს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43