თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა „თანამედროვე სათეატრო სივრცე“ გაიმართება

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 13:01

დღეს,  13:00-დან 16:00 საათამდე, „ლიგამუსში“, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბიუროსთან და საქართველოს თეატრების რეგიონალურ ქსელთან (GRTN) თანამშრომლობით, გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ თემაზე: „თანამედროვე სათეატრო სივრცე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თეატრის რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, დრამატურგები, თეატრმცოდნეები, კულტურის მენეჯერები.

 „მრგვალ მაგიდაზე“ დასწრება თავისუფალია და მოდერატორებთან ერთად, დისკუსიაში ჩართვისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემა ყველას.

აღნიშნული თემის განხილვისა და ვიდეოჩვენებების გარდა, დისკუსიაში ლონდონიდან სკაიპით ჩაერთვება კომპოზიტორი გიორგი ჯანიაშვილი, რომელიც ძმასთან, მხატვარ დავით ჯანიაშვილთან ერთად, საინტერესო პროექტებს ახორციელებს.

ვიდეოჩანაწერის გარდა, დისკუსიის დასრულების შემდეგ, ტექსტუალური მასალა გავრცელდება.  

„მრგვალი მაგიდის“ მსვლელობისას, ქართული ჩაით გაგიმასპინძლდებათ კომპანია ”გურიელი”.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61