გორის რაონში სტიქიით დაზარალებულებს პრემიერი და ფინანსთა მინისტრი შეხვდა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 12:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს გორში სტიქიით დაზარალებულ ხალხს შეხვდენენ, ფინანსთა მინისტრის თქით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება ზარალის დათვლა და გამოყოფა ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.

"გაწმენდითი სამუშაობეი მიმდინარეობს,ამავე დროს ზარალი ზუსტდება. სამწუხაროდ, 80-მდე სახლია გორში და გორის რაიონში დაზიანებული. ზარალი თანხობრივად არა გვაქვს დაზუსტებულ, თუმცა დღეს უკვე ცვლილებას შეიტანს გორის ადგილობრივი საკრებულო ბიუჯეტში და დაიწყება აღდგენითი სამუშაობი, რის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი დაეხმარება გორის რაიონს", - განაცხადა ხადურმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შექმნა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 510 774.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5