ავტოსპორტის 2013 წლის სეზონი რუს მრბოლელებზე ქართველების რევანშით დაიწყო

, 24 მარტი, 2013 - 23:02

რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის „GASA“-ს თასის მოპოვებისთვის დღეს გამართული   წრიული რბოლა რუს მრბოლელებზე ქართველების გამარჯვებით და რევანშით დასრულდა.

„GASA“-ს თასი ტრადიციულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ თამაშდება და ამჯერად მისი მოპოვებისთვის ქართველ მრბოლელებთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული კარტინგებისა და ფორმულას კლასის ჩემპიონები ასპარეზობდნენ. მათ შორის იყო ვიქტორ შაიტარი, რომელმაც გასულ წელს საქართველოში არაერთ შეჯიბრში პირველობა მოიპოვა.

ამჯერად წრიული რბოლა „GASA“-ს თასის მოსაპოვებლად 3 კლასში ჩატარდა. „ფორმულა ალფაში“ დაძაბული ასპარეზობის შედეგად, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: იკო ჩხეიძე, დავით რამიშვილი,  შოთა აფხაზავა

 „ლეგენდსის“ კლასში საპრიზო ადგილები დაიკავეს: შოთა აფხაზავამ, ვიქტორ შაიტარიმ, დათა ქაჯაიამ.

ძარიანი ავტომობილების კლასში გამარჯვება მოიპოვეს:

1. GT Unlimited -სანდრო ცხადაძე

2. GT Unlimited -გიორგი ფირცხალაიშვილი

3. GT Unlimited - შაკო ციხელაშვილი

 1. Mono კლასი - დავით მენთეშაშვილი

2. Mono კლასი - დავით ჩხიკვიშვილი

3. Mono კლასი - სანდრო ლომაძე

 „დღევანდელი შეჯიბრი იყო ერთგვარი გახურება ოფიციალური ჩემპიონატის და ზოგადად საავტომობილო შეჯიბრებების სეზონის დაქოქვამდე. მიხარია, რომ ამ დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შედეგი ქართველი მრბოლელებისთვის ასეთი წარმატებით დასრულდა და პრესტიჟული ჯილდო ქართველებმა არ დავთმეთ. ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებულები ვართ. წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე აზარტული და საინტერესო, რადგანაც ვგეგმავთ სამი ავტომობილის გათამაშებას და ეს ამბიციური განაცხადი საკმაოდ წამახალისებელი გარემოება იქნება ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის“ - აცხადებს ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.

უამინდობის მიუხედავად, რბოლას უამრავი გულშემატკივარი ესწრებდა და დაძაბული ასპარეზობის ნებისმიერ მონაკვეთს ავტოდრომზე დამონტაჟებული გრანდიოზული ეკრანის და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით თვალყურს ონ-ლაინ რეჟიმში ადევნებდა.

საავტომობილო სპორტის სეზონი წლეულს ყველაზე დატვირთული იქნება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში 11 აპრილს იგეგმება ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება და 2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის გამოქვეყნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59