სტიქიასთან დაკავშირებით მთავრობამ საგანგებო შტაბი შექმნა

, 24 მარტი, 2013 - 19:30

საქართველოს მთავრობამ სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შექმნა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 510 774.

დღეს დილიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სტიქია მძვინვარებს. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი აჭარას, გურიას და შიდა ქართლს მიაყენა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით:

აჭარაში, კერძოდ, ბათუმში შტორმის შედეგად, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბილიკამდე ამოვიდა წყალი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. მთლიანობაში, მთელი აჭარის ტერიტორიაზე დაზიანებულია 150-ზე მეტი სახლის სახურავი, მათ შორის, 100-ზე მეტი ხელვაჩაურში, 4 ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანებულია ბათუმშიც. ქობულეთში ჩამოინგრა 40 მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა, დაზიანებულია, ასევე, გარეგანათების ბოძები.

გურიაში - ოზურგეთში დაზიანებულია 90 ინდივიდუალური სახლის, 4 სკოლისა და 1 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ურეკში, კერძოდ, მაგნიტიტის დასახლებაში, პრობლემები შეექმნა ნაპირდაცვით ნაგებობებს.

შიდა ქართლში - გორში ქარმა 20-ზე მეტ მრავალსართულიან სახლს გადახადა სახურავი, დაზიანებულია ავტომანქანები.

თბილისი - დაზიანებულია 60-ზე მეტი სახლის სახურავი.

ეს არის ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაცია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5