ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია დღეს გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს

, 24 მარტი, 2013 - 18:56

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობ ის კოალიცია  (GMHC)  დღეს  დააჯილდოვებს   კონკურსში  „როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახური - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მობილური სერვისის განვითარება“ გამარჯვებულ ჟურნალისტებს.

კონკურსი  მოიცავდა თემებს: 1. ფსიქიკური ჯანმრთელობის საავადმყოფოს გარეთა სერვისის უპირატესობები; 2. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანიშნულება; 3. მობილური (ბინაზე მომსახურების) სერვისის განვითარების პესპექტივები; 4. წარმატებული ისტორია (ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რეალური ცხოვრების მაგალითზე).

გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცემათ მხატვარ გელა ჯინჭარაძის ნამუშევრები და ფულადი პრემიები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ტელესიუჟეტი, საუკეთესო რადიოსიუჟეტი, საუკეთესო საგაზეთო სტატია, საუკეთესო ინტერნეტსიუჟეტი.

დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება დღეს, 18 საათზე. მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ.10, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" საგამოფენო დარბაზი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61