დავით ნარმანია არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს მიმართავს

, 24 მარტი, 2013 - 18:51

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის გახორციელებაში ჩართვა სთხოვა. ორგანიზაციებს, ასევე, მიეწოდათ სოფლებში დანიშნული სოფლის კრებების თარიღების შესახებ სრული ინფორმაცია.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელებას. იმისათვის, რომ სოფლის კრებები ყველა სოფელში კანონის სრული დაცვით ჩატარდეს, პირველ ეტაპზე, სამინისტრომ უზრუნველყო სოფლის რწმუნებულთათვის ტრენინგების ჩატარება. ამ ეტაპზე საქართველოს ყველა სოფელში დანიშნულია სოფლის კრების ჩატარების თარიღი.

მოგეხსენებათ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და ამ პროცესს მუდმივად აკლდა გამჭვირვალობა და პროცედურების დაცვა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს უმეტესად არ მოგეწოდებოდათ ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

დიდი სურვილი გვაქვს, სრულად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთოთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის პროცესში. სამინისტრო, თავის მხრივ, აპირებს მკაცრი მონიტორინგი ჩაატაროს, თუმცა, თქვენი ჩართვა ამ საქმეში დიდ დახმარებას გაგვიწევს.

რეგიონების მიხედვით გიგზავნით სოფლის კრებების თარიღების შესახებ სრულ ინფორმაციას და გთხოვთ, ჩვენთან ერთად ჩაერთოთ პროგრამის მონიტორინგის პროცესში, ხოლო გამოვლენილი ხარვეზებისა თუ დარღვევების შესახებ დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა და ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდება და პროგრამის ფარგლებში მართლაც შევძლებთ სოფლებისთვის რეალური, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარების გაწევას“, - ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42