შსს-მ ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ზარისთვის პირი დააკავა

, 24 მარტი, 2013 - 18:01

დღეს დილით, ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ. დააკავეს.

დაკავებულმა, 23 მარტს, 26 მაისი მოედანზე კაზინო „აჭარაბეთის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია „112“–ს მიაწოდა. სამართალდამცველებმა და გამნაღმველებმა გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

სამართალადამცველებმა, პიროვნების ვინაობა, ვინც საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა რამდენიმე წუთში დაადგინეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას, ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-5 განყოფილება აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43