ფერესელიძემ ბრინჯაო მოიპოვა

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 20:04

120 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ ფერსელიძე ბელარუსის სახელით მოჭიდავე ჩუგოშვილს დაეჭიდა და დამაჯერებლადაც მოუგო. წარუმატებელი დღის შემდეგ, ფერსელიძეს ბრინჯაოს მედალი, ქართველ გულშემატკივარს მალამოსავით მოედო. სამწუხაროდ, ქართველმა ფალავნებმა სხვა წონით კატეგორიაში თავი ვერ გამოიჩინეს და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ. აღნიშნულ წონაში ევროპის ჩემპიონი თურქი კაიალპი გახდა, რომელმა უკრაინელ ორლოვს აჯობა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღე დასრულდა. ამ ეტაპისთვის თავისუფალ სტილში ქართველთა მონაგარი 2 ოქრო და 2 ბრინჯაოა, ხოლო კლასიკურში 1 ბრინჯაო. ხვალ, კლასიკურში მორიგი შეხვედრები გაიმართება. ხალიჩაზე ქართველთა ღირსებას ოთხი ფალავანი დაიცავს.

თბილისის სპორტის სასახლეში ხვალინდელი შეხვედრები კვლავ 13:00 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: სალომე ბალახაშვილი

ფოტო: ზიზუ ჯიქია

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5