ცრუ განგაშისთვის დამნაშავეს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 18:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაზინო „აჭარაბეთის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შსს-მ ცრუ განგაშის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს განცახადებით, 23 მარტს 12:24 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ „112“ თბილისში, 26 მაისის მოედანზე, კაზინო „აჭარაბეთის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. შეტყობინების მიღებისთანავე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და გამნაღმველები ადგილზე გამოცხადნენ.

სამართალდამცველები ცრუ განგაშის მიზეზს არკვევენ. დადგენილია იმ პიროვნების ვინაობა, ვინც საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა.

გამოძიებას ვაკე–საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილება სსკ–ის 331–ე (ტერორიზმის შესხებ ცრუ შეტყობინება) მუხლის 1–ლი ნაწილით აწარმოებს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46