ხვალ რუსთავის ავტოდრომზე ქართველი და რუსი მრბოლელები GASA-ს თასისთვის იასპარეზებენ

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 18:21

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ხვალ საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის„GASA“-ს თასის გათამაშებას უმასპინძლებს. „GASA“-ს თასი ტრადიციულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ თამაშდება და ამჯერად მისი მოპოვებისთვის ქართველ მრბოლელებთან ერთად რუსი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.

წრიული რბოლა 13:00 საათზე დაიწყება და 3 კლასში ჩატარდება. ესენია - ძარიანი ავტომობილები, „ფორმულა ალფა“ და „ლეგენდსი“. საგანგებოდ ამ შეჯიბრში მონაწილეობისათვის რუსეთიდან 4 მრბოლელი ჩამოვიდა, მათ შორისაა ვიქტორ შაიტარი და რუსეთის კარტინგებისა და ფორმულის კლასის სხვა ჩემპიონები.

„ეს იქნება ერთგვარი გახურება ოფიციალური ჩემპიონატის და ზოგადად საავტომობილო შეჯიბრებების სეზონის დაქოქვამდე, რომელიც წელს იქნება ყველაზე აზარტული და საინტერესო, რადგანაც ვგეგმავთ სამი ავტომობილის გათამაშებას და ეს ამბიციური განაცხადი საკმაოდ წამახალისებელი გარემოება იქნება ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის“ - აცხადებს ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.

მევლუდ მელაძე დარწმუნებულია, რომ ავტოდრომზე მოსული მაყურებელი დაძაბულ და საინტერესო ასპარეზობას იხილავს, მით უფრო, რომ ავტოდრომზე დამონტაჟებული გრანდიოზული ეკრანის და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით შესაძლებელია რბოლოს ნებისმიერი მონაკვეთის თვალყურის დევნა ონ-ლაინ რეჟიმში.

მისი ინფორმაციით, საავტომობილო სპორტის სეზონი წლეულს ყველაზე დატვირთული იქნება. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება და 2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის გამოქვეყნება.

რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა და მასში,მფლობელის, შოთა აფხაზავას მიერგანხორციელოებულმა კერძო ინვესტიციამ 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.„რუსთავის სართაშორისო ავტოდრომი“ ამიერკავკასიის ერთადერთი პროფესიონალური ავტოდრომია, რომელიც FIA (საერთასორისო საავტომობილო ფედერაციის გრეიდ 2) მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული, რაც შესაძლებელს ხდის ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები ავტორბოლის ყველა სახეობაში გარდა „ფორმულა 1“-სა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41