"თავისუფალი საქართველო" "ქართულ ოცნებას" მიმართავს, შუალედურ არჩევნებში მხარი დაუჭიროს მის კანდიდატებს

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 18:09

"თავისუფალი საქართველო"   "ქართულ  ოცნებას"  მიმართავს,  27 აპრილს  დაგეგმილ  შუალედურ  არჩევნებში  მხარი დაუჭიროს რეალური ოპოზიციის, კონკრეტულად კი - "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატებს.

"ჩვენ, "თავისუფალმა საქართველომ"  2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, როდესაც ქვეყნის ინტერესებში იყო ოპოზიციური ელექტორატის ერთიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ამით დავაზარალეთ საკუთარი პარტია, მხარი დავუჭირეთ "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატებს 50-ზე მეტ საარჩევნო ოლქში, და საჯაროდ მხარი დავუჭირეთ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს. დღეს ქვეყნას აქვს კიდევ ერთი გამოწვევა - პარლამენტში ახალ უმრავლესობასთან ერთად, წარმოდგენილი იყოს ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ ვართ ხელისუფლების რეალური და არა სატელიტური ოპოზიცია, ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას საკუთარი საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო, თუმცა მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალ კონსტიტუციურ ცვლილებებს და ყველა იმ მცდელობას, რომელიც მიმართულია ქვეყნის "ნაციონალური" საფრთხისაგან გათავისუფლებასთან", - განცხადებას "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭო ავრცელებს.

 "თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს, ქართულ საზოგადოებას, გამოხატოს თავისი პოზიცია ამ საკითხზე. თუ დემოკრატიული საზოგადოების შექმნის სურვილის შემთხვევაში, "საპარლამენტო უმრავლესობა ვერაფერს მოიგებს თუკი მას კიდევ 3 დეპუტატი შეემატება, მაგრამ პარლამენტარიზმი მოიგებს ძალიან ბევრს, თუ "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად ოპოზიციის საპატიო ადგილს პარლამენტში "თავისუფალი საქართველო" დაიკავებს".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61