ქართულმა ოცნებამ დროული მობილიზება და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახდინა - თორნიკე შურღულაია

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 18:07

საკონსტიტუციო ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის ზედმეტი პიარით ჩატარდა, - ასე შეაფასა "ჯეონიუსთან" საუბარში  ისტორიის დოქტორმა თორნიკე შურღულაიამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა.

 

 

მისი განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული და მმართველობის ბერკეტები ნელ ნელა ეცლება ხელიდან.

„ნაციონალურ მოძრაობას ეტაპობრივად ეცლება ხელიდან მმართველობის ბერკეტები და თვითგადარჩენის რეჟიმში გადავიდნენ. პარტიული თანამშრომლობა არ აძლევს ჩადენილ დანაშაულზე იმუნიტეტს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც სხვა პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა შურღულაიამ.

ისტორიის დოქტორი ასევე „ქართული ოცნების“ გადადგმულ ნაბიჯებსაც აფასებს, და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დროული მობილიზება და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა, რითაც, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს საკითხით მანიპულირების საშუალება".

„პრემიერს სურვილი ჰქონდა, ნაციონალების გარეშე მიეღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, თუმცა ქართულმა ოცნებამ  დროული მობილიზება და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახდინა, მათ მისცეს ნაციონალურ მოძრაობას აღნიშნული საკითხით მანიპულირების საშუალება, რასაც ისინი ხელახლა ოპოზიციურ ძალად დამკვიდრებისთვის გამოიყენებენ, თუმცა, არა მგონია, ამან რაიმე გადამწყვეტი შედეგი გამოიღოს ნაციონალების პოლიტიკური რეინკარნაციის საკითხში“, - აღნიშნავს თორნიკე შურღულაია. 

ნუგო სოტკილავა

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58