დავით კირვალიძე გერმანიაში საერთაშორისო გამოფენას დაესწრება

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 18:02

გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში 24-26 მარტს ყოველწლიური ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა ,,ProWein 2013”-ი იმართება. გამოფენას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

24 მარტს, გამოფენის ფარგლებში დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გამოფენაზე აკრედიტებული მედიისთვის პრესკონფერენციას განართავენ, რომლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართული სტენდის სტუმრებს საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე მოკლე ინფორმაციას მიაწვდის. დავით კირვალიძე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრებს. იგი მოკლედ გააცნობს ჟურნალისტებს მთავრობის ზოგად ეკონომიკურ მიდგომებს და სოფლის მეურნეობის ახალ პოლიტიკას.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად მონაწილეობს. წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან ერთად,ქართულ პროდუქციას“ღვინის ეროვნულის სააგენტო”, “ქართული ღვინის ასოციაცია” და 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია წარმოადგენს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ,,კახურის“, ,,ტიფლისის მარანის“, ,,ვაინ მენის“, ,,მეღვინეობა ხარების“, ,,თელავის ღვინის მარნის“, ,,თელიანი ველის“, ,,თბილღვინოს”, ,,კორპორაცია ქინძმარაულის”, ,,კორპორაცია ქართული ღვინის”, ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის”, ,,შუხმანის” პროდუქცია.

,,ProWein”-ი მსოფლიოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთერთი ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც 1994 წლიდან იმართება. წელს აღნიშნულ გამოფენას, რომლის ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 50-მდე ქვეყნის 4 000-მდე მონაწილე ეყოლება.,,ProWein 2013”-ის ფარგლებში გაიმართება 200-მდე სხვადასხვა ღონისძიება. 3 დღის განმავლობაში გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისღვინის მწარმოებლებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს, ღვინის ექსპერტებს, ტრეიდერებს, დეგუსტატორებს, ჟურნალისტებს და მრავალრიცხოვან დამთვალიერებელს გააერთიანებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5