სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 17:55

სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპის დაწყებათან დაკავშირებით, პროგრამის პრიორიტეტებისა და პროცედურების შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას განუმარტა, რომ მათ ჩართულობას სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი პორექტების შერჩევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დავით ნარმანიამ მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ სოფლის კრებებში, რითაც თითოეულ მაცხოვრებელს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს თავისი სოფლის განვითარების საქმეში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ,

• ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრეთა გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.);

• სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).

აღასანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა მეხუთე წელია, ხორციელდება, თუმცა, მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. იმისათვის, რომ პროცესი მაქსიმალურად სწორად და გამჭვირვალედ წარიმართოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრობლებმა, პირველ ეტაპზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარეს ტრენინგები სოფლის რწმუნებულთათვის, რომლებმაც ადგილებზე სოფლის კრებები უნდა ჩაატარონ. სოფლის კრებების ჩატარების თარიღები უკვე დადგენილია და ყველა სოფელში გამოკრულია საინფორმაციო ფურცელი, თუ კონკრეტულად როდის ტარდება სოფლის კრება. ინფორმაცია სოფლის კრებების შესახებ სამინისტრომ, ასევე, მიაწოდა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს.

როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, პროცესის სწორად წარმართვისთვის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მხრიდან აქტიურობა მეტად მნიშვნელოვანია. „ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა შეძლოს პროგრამის მონიტორინგი. ამიტომაც სპეციალური წერილით მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტიურად აწარმოონ პროგრამის მონიტორინგი და ინფორმაცია დარღვევებისა თუ ხარვეზების შესახებ დროულად გვაცნობონ. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა და ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდება და პროგრამის ფარგლებში მართლაც შევძლებთ სოფლებისთვის რეალური, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარების გაწევას“, - განაცხადა მინისტრმა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამინისტრო თავადაც მკაცრად გააკონტროლებს როგორც სოფლის კრებების ჩატარების პროცესს, ისე პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების შესრულებას. ამ მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროცესის სისტემატურ მონიტორინგს გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5