"მწვანეთა პარტია" საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ 1 საათით ჩააქრონ შუქი

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 17:16

საქართველოს "მწვანეთა პარტია" მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტებს და კომერციულ დაწესებულებებს, მხოლოდ 1 საათით ჩააქრონ შუქი.

"მათ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი მომავალი, შევიტანოთ მოკრძალებული წვლილი კაცობრიობის გადარჩენაში და დღეს 20:30 დან 21:30 საათამდე, სახლში და ოფისებში მხოლოდ 1 საათით ჩავაქროთ შუქი", - აცხადებს "მწვანეთა პარტია".

23 მარტს მთელი ცივილიზებული მსოფლიო გარემოს დაცვით სიმბოლურ აქციას სახელწოდებით „დედამიწის საათი“ ატარებს. აქცია „გლობალური დათბობის“ პრობლემის მოგვარებისადმი სოლიდარობის გამოხატვას გულისხმობს.

„დედამიწის საათი“ ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველი წლის მარტის თვის ბოლოს ტარდება. პირველად ღონისძიება ორგანიზებული იყო ავსტრალიაში 2007 წელს, ხოლო 2009 წლიდან, გახდა უმსხვილესი მასობრივი აქცია კაცობრიობის ისტორიაში. 2012 წელს აქციში მონაწილეობდნენ 147 ქვეყანის 5 400 ქალაქის მოსახლეობა და მთავრობები – სავარაუდოდ ღონისძიებაში 1 მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43