ქუთაისში პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "მრცხვენია" გაიმართა

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 17:13

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აჭარაში 1 წლის გოგიტა აბაშიძის შიმშილით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებმა აქცია სახელწოდებით „მრცხვენია“ გამართეს.

„შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ის დამოკიდებულება, რაც ხელისუფლება იჩენს ზოგადად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების მიმართ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ცირა ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 წლის გოგიტა აბაშიძე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში წუხელ გარდაიცვალა. ბავშვის დედა, ინგა აბაშიძე ბავშვის ამ მდგომარეობამდე მიყვანას შიმშილსა და უწამლობას უკავშირებს, რასაც საავადმყოფოს ექიმებიც ადასტურებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5