საკონსტიტუციო შეთანხმება იყო ნაკლებად საამაყო პოლიტიკური სპექტაკლი - თემურ შაშიაშვილი

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 17:02

 „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო შეთანხმება იყო ნაკლებად საამაყო პოლიტიკური სპექტაკლი, რომლის რეალური ავტორი სულ სხვა სახელმწიფო იყო..

„ყველაზე მეტად, რაც მაწუხებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კითხვის ქვეშ დგას არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური კოალიციის და საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ, საერთოდ ქვეყნის პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლობა, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი და დასძებს, რომ  პარალმენტში განვითარებულმა მოვლენებმა, სააკაშვილის დაულაგებელმა კომენტარებმა, არაერთგზის მოსმენილმა მოქალაქეთა აღშფოთებულმა საუბრებმა აჩვენა, რომ აუცილებელია ნაცმოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლების დაჩქარება "ბოროტებაა, რომ 20 იანვრის შემდეგ ვინარჩუნებთ თვითმარქვია პრეზიდენტს".

„არ მინდა ვიფიქრო, რომ ერთად არიან სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფალნი, მაგრამ დიდ საგონებელში გვაგდებს ივანიშვილის განცხადება, რომ მან ამ ნაბიჯებით სახე შეუნარჩუნა „ნაცმოძრაობას“, - აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი პარალმენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ სპექტრს და „სახელმწიფოზე მოფიქრალ საზოგადოებას“, მოუწოდებს გაერთიანებისკენ.

„მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას: ვინც თვლის, რომ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ყოველი დღე ხელისუფლებაში, ეს არის დანაშაული საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, დავიწყოთ ერთობლივი მოქმედება ამ ჭირის მოსაცილებლად“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41