უჩა ნანუაშვილმა მოშიმშილე ბორის ფარულავა მოინახულა

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 16:50

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასჯელ-აღსრულების # 8 დაწესებულებაში მყოფი ბორის ფარულავა მოინახულა. ფარულავა რამდენიმე დღე შიმშილობს სახალხო დამცველთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრის მოთხოვნით.

ომბუდსმენი დაინტერესდა პატიმართა წამებაში ბრალდებული გლდანის ციხის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლის ბორის ფარულავას საქმის გამოძიების დეტალებით. უახლოეს დღებში სახალხო დამცველი დაიწყებს ფარულავას და ამავე საქმეში სხვა პირების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამოუკიდებელ შესწავლას და საზოგადოებას სპეციალურ დასკვნას წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ ბორის ფარულავა 2012 წლის 18 სექტემბერს იქნა დაკავებული ე.წ. "ციხის სკანდალთან" დაკავშირებული ფაქტების გამო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5