ცეზარ ჩოჩელი ხუხაშვილსა და ხადურს მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებს

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 16:31

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს, კერძოდ, გია ხუხაშვილსა და ნოდარ ხადურს ასახელებს ლა აცხადებს, რომ მათმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბრძოლა გამოუცხადეს.

ჩოჩელის თქმით,  მის ბიზნესზე ამ დრომდე ზეწოლა ხდება, თუმცა ის ბიზნესის გაყიდვას არ აპირებს და სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს მის მიერ შექმნილ კომპანიებს, -  ამის შესახებ ბიზნესმენმა „პოლიტოკო.ჯი“-ს პრესკლუბში განაცხადა.

"კომპანია "ბარამბო" და ლუდსახარში "ზედაზენი" ამ დრომდე დალუქულია მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებში შესულმა ფინანსურმა რევიზიამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი დარღვევა', - განაცხადა ჩოცელმა.

მისივე თქმით, მისი და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ასობით მილიონი ლარი აქვთ გადახდილი და ისინი არასოდეს სარგებლობდნენ ე.წ. „ოაზისური“ პირობებით,

მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ბიუჯეტშიც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გადამხდელებად ითვლებიან.

ცეზარ ჩოჩელის თქმით ის არ დანებდება და სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს მის მიერ შექმნილ კომპანიებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43