ინტერპოლთან პრობლემების გამო, გივი თარგამაძე საქართველოში ვერ ჩამოდის - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 15:36

გივი თარგამაძე არის ლიტვაში და ვერ ჩამოდის იმის გამო, რომ ინტერპოლთან პრობლემები აქვს, იურიდიული პროცედურა აქვს გასავლელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ ვახო სანაიას "ღია ეთერში" განაცხადა.

 ეს განცხადება მან იმ შეკითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც დეპუტატების ქვეყნიდან გასვლას შეეხებოდა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე დეპუტატებს ქვეყანა არ დაუტოვებიათ და მთავრობის სხდომაზეც იმყოფებოდნენ.

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გივი თარგამაძეს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა  თარგამაძე ბრალდებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. ამ დროისთვის გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5