CNN travel-ის კვლევაში თბილისის „ყველაზე ცუდი“ ქალაქების სიაში მოხვედრას საზოგადოება აპროტესტებს

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 15:30

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ნინო ჯერენაშვილი უერთდება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც გააპროტესტა CNN travel–ის მიერ 7 მარტის მომზადებული კვლევა, სადაც თბილისი „ყველაზე ცუდი“ ქალაქების სიაში მოხვდა.

 მისი თქმით, მსოფლიოში არსებობს ისეთი ქალაქები რომელსაც თბილისზე დაბინძურებულია ეკოლოგიის მრივ.

„აღნიშნულ ინფორმაციას მართლაც უნდა გამოწევია საზოგადოების პროტესტი, ვინაიდან მსოფლიოში არსებობს მრავალი ქალაქი, რომელთაც თბილისს ვერ შევადარებთ ეკოლოგიური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, როდესაც ასეთი კვლევები ტარდება შესწავლილი უნდა იყოს ყველა სახის ინფორმაცია ქალაქთან დაკავშირებით, რათა ობიიექტურობა მაქსიმალურად იყოს დაცული“ - განაცხადა ნინო ჯერენაშვილმა "ჯეონიუსთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ CNN travel–ის მიერ 7 მარტის მომზადებული კვლევა, სადაც თბილისი „ყველაზე ცუდი“ ქალაქების სიაში მოხვდა. საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა. მომზადდა პეტიცია- “მოვთხოვოთ CNN–ს, ამოიღოს თბილისი “ყველაზე ცუდი” ქალაქების სიიდან”, სტატიის შესახებ დაიწერა ასობით კომენტარიც, სადაც საქართველოს თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეები საკუთარ უარყოფით პოზიციას აფიქსირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46