ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირის N51-ში მაცხოვრებლები მერიას უკანონობაში ადანაშაულებენ

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 15:03

ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირის N51-ში მაცხოვრებლები ქალაქის მერიას მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებული ფართის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებენ და აპროტესტებენ ამ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას.

მოსახლეობის თქმით, მერიამ უკანონოდ გაყიდა კორპუსის წინ მდებარე ტერიტორია და უკანონოდ გასცა ნებართვა ერთსართულიანი ობიექტის აშენებისთვის. მაცხოვრებლების განცხადებით, კორპუსს აქვს მხოლოდ ერთადერთი შესასვლელი და მშენებლობის შემთხვევაში ჩაიკეტება.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვასო მებურიშვილის თქმით, ტერიტორია ადგილობრივმა თვითმართველობამ 2008-2009 წლებში გაყიდა. ფართის მეპატრონემ კი მის კუთვნილ მიწაზე ასაშენებლად ნებართვა ახლა მოითხოვა.

მერიის სამსახური მაცხოვრებლებს საკითხის ახლო მომავალში განხილვას და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42