1 წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილისა და უწამლობისგან გარდაიცვალა

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 14:18

1 წლის გოგიტა აბაშიძე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში წუხელ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. კლინიკის ექიმების ცნობით, პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა წუხელ კიდევ უფრო დამძიმდა.

ბავშვის დედა, ინგა აბაშიძე ბავშვის ამ მდგომარეობამდე მისვლას შიმშილსა და უწამლობას უკავშირებს. ამას საავადმყოფოს ექიმებიც ადასტურებენ.

"მარტო პურს ვაჭმევდი ბავშვს, მეტის საშუალება არ მქონდა", - აცხადებს ბავშვის დედა. მისივე თქმით, ამას ფარული ფილტვების ანთებაც დაემატა. დედამ ბავშვისთვის წამლების ყიდვა ვერ შეძლო. ბავშვის დედის განცხადებით, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, მაგრამ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს.

"სულ ვითხოვდი დახმარებას, ფეხმძიმეც კი ვაწუხებდი სოციალურ სააგენტოს, მაგრამ ამაოდ. არ მქონდა საშუალება, რომ სამშობიაროში წავსულიყავი და მესამე ბავშვი სახლში გავაჩინე. ამის მერე პირადი ნომერი ვერ მივანიჭე და თურმე, ახლა ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მომცეს", - აცხადებს ინგა აბაშიძე.

შოკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ხელვაჩაურის სოფლიდან კლინიკაში 21 მარტს შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43