სტად დე ფრანსზე საქართველოს ნაკრებმა მარცხი იწვნია

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 14:20

სტად დე ფრანსზე საქართველოს ნაკრებმა მარცხი იწვნია. ევროპულ გრანდს ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ნახევარში წინააღმდეგობა გაუწიეს და არა ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ტაიმის მიწურულს გიორგი ლორიას კარში გოლი თავური დარტყმით ოლივიე ჯირუმ გაიტანა. მატჩის მეორე ტაიმში ქეცბაიამ ცვლილებები განახორციელა გუნდში, მაგრამ გარდატეხა მაინც არ მოხერხდა და საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი გავიდა.

საბოლოო შედეგი 3-1 დაფიქსირდა საფრანგეთის სასარგებლოდ. საფრანგეთის კარში გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას 6 სექტემბერს თბილისში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61