მხატვრები საკუთარ თავშესაფარ გალერეას მოხატავენ

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 13:44

ხვალ მთელი დღის განმავლობაში მხატვრები იმ გალერეა-სტუდიის ფასადს მოხატავენ, რომელიც მათ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ ზამთრის პერიოდში სამუშაოდ გამოუყო. ოქტომბრიდან მოყოლებული, "მთაწმინდის პარკში" პროექტი "ჩემი ფუნიკულიორი" მიმდინარეობს. რომლის ინიციატორებიც "მთაწმინდის პარკი" და "თიბისი არტ გალერეა" არიან. ამჯერად, მხატვრები გალერეის ფასადის მოხატვას მთელ დღეს დაუთმობენ. მონაწილეები არა მარტო მუდმივი "ფუნიკულიორისტები", არამედ დასახმარებლად მოსული მწერლები, ბავშვები, უცხოელი გულშემატკივრები და "მთაწმინდის პარკის" მესვეურებიც იქნებიან.

მოხატვა სავარაუდოდ, 1-2 საათისთვის დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ კვირადღეს მხატვართა ჯგუფი თითქმის ექვსი თვეა ფუნიკულიორზე სახატავად დადის. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მხატვრულად ღირებული ნამუშევარიც გაკეთდა. დროთა განმავლობაში პროექტში მოყვარულები, ბავშვები და პარკის შემთხვევითი დამსვენებლებიც ჩაერთნენ.

გალერეაში ამ დროისათვის პროექტის ფარგლებში შექმნილი 300-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია გამოფენილი. მათი პრეზენტაცია საგანგებოდ გადაღებულ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმთან და პროექტის შესახებ გამოცემულ ალბომთან ერთად აპრილის ბოლოს "მთაწმინდის პარკში" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43