სოფელ წერეთელში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თითქმის დასრულებულია

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 13:24

მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. შპს მექანიზატორის მიერ რეგიონში 3500 ჰექტარი ტერიტორია მოიხნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში წერეთლის თემში 674 კომბინირებული და 567 ნომინალური ბარათი დარიგდა. წერეთლის თემში 750 ბენეფიციალის 400 ჰექტარი მიწა დამუშავდა. ამ ეტაპზე კი მისი დადისკვა მიმდინარეობს. გლეხების და ფერმერების განცხადებით მათ სოფლის რწმუნებულისგან კომბინირებული ბარათები დროულად მიიღეს. მოსახლეობას ნომინალური ბარათები უკვე ურიგდება , რისი მეშვეობითაც ისინი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის და საქონელის შეძენას შეძლებენ. საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 63 070 კომბინირებული და 54 555 ნომინალური ბარათი დარიგდა. 20 000 ჰექტარი მიწის ფართობი მოხნულია. ქვემო ქართლში ხვნის პროცესი მარტის ბოლოს დასრულდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათს 700 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

პირველ ეტაპზე რიგდება კომბინირებული ბარათი, რომელიც მიწის ხვნისა და დადისკვა/გაფხვიერების სამუშაოებს ითვალისწინებს.

მეორე ეტაპზე დარიგდება ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად არის განკუთვნილი.

ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ამ დროისათვის 560 494 მიწის მესაკუთრემ კომბინირებული, ხოლო 400 000 ბენეფიციარმა ნომინალური ბარათი უკვე მიიღო.

ბარათების გამოყენებით ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და იმერეთში 65 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უკვე მოიხნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42