მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალი ჰიდროლოგიური სადგური გაიხსნება

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 13:03

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მდინარე მტკვარზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს ახალი ავტომატური ჰიდროლოგიური სადგური გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  ავრცელებს. სადგურის მონტაჟი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში დაფინანსდა. ახლადგახსნილი სადგური მდინარეში წყლის დონის დროში უწყვეტად გაზომვის და ინფორმაციის დამუშავების ცენტრში ავტომატურად გადმოცემის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მონაცემების ოპერატიულად მიღება მდინარის წყლიანობის რეჟიმის ობიექტურად შეფასებას უწყობს ხელს და საჭიროების შემთხვევაში წყალდიდობა-წყალმოვარდნის დროულ პროგნოზირებას ახდენს. სადგურის გახსნას გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შალვა ჯავახაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა დაესწრებიან.

სტუმრები თბილისის კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურს მოინახულებენ. სადგურზე განთავსებულია მეტეოროლოგიურ და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე დაკვირვების თანამედროვე გამზომი საშუალებები. ცნობისთვის, 23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. ეს თარიღი 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41