რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 13:05

რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

"ჩვენ, რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების გამყარებით დაინტერესებული ვიყავით და ვართ. მზად ვართ, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველომ საიმედო სამართლებრივი პირობების უზრუნვლეყოფა მოახდინოს, რომელიც საქართველოში ჩამსვლელი რუსების უსაფრთხოების გარანტი იქნება. ვთავაზობთ ასევე ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61