ჩვენთან ურთიერთობა პატარაკაციშვილთან ქიშპობით იყო განპირობებული - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 12:55

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ბადრი პატარკაციშვილი მთავარი პრობლემა იყო. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში კითხვის - "რა ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილთან პოლიტიკაში წასვლამდე" საპასუხოდ განაცხადა. 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვისთვისაც ფული არის ყველაფერი, მისთვის კი ფული არაფერია. პრეზიდენტის განცხადებით, მასსა და პრემიერს შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონდა, პრემიერთან მას სულ სამი შეხვედრა ჰქონდა, რადგან ის, როგორც წესი, არავის ხვდებოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მასთან კავშირი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შეწყვიტა.

"როგორც ჩანს, ჩვენთან ურთიერთობა მისთვის იყო პატარაკაციშვილთან ქიშპობით განპირობებული, მაგრამ ჩვენთან ასეთი ქიშპობა არ ჰქონია", - განაცხადა საააკშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41