თბილისის მერია ახალგაზრდა იურისტებს პასუხობს

შაბათი, 23 მარტი, 2013 - 12:51

თბილისის მერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და "თბილისის განვითარების ფონდისთვის"  გადარიცხული თანხის გახარჯვის გასაჯაროებას ეხება.

"თბილისის მერიას მიმართა ,,სტუდია მონიტორმა”, რომლის მოთხოვნის საპასუხოდ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, თბილისის მერიამ მათ ის საჯარო ინფორმაცია მიაწოდა, რომლის გაცემის ვალდებულება მას კანონით ეკისრებოდა. კერძოდ, ,,სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს ეცნობა, რომ შესაბამისი ფონდების მიერ, ქალაქში არსებული ქუჩების, სკვერების, გზების, გვირაბების, შენობების (ჯამში დაახლოებით 220 ობიექტის) რეაბილიტაციაზე 2005 წლიდან 2011 წლის 5 ივლისამდე დაიხარჯა 367 259 251 ლარი. ამასთან, მათ ეცნობათ ყველა კონკრეტული ობიექტის ჩამონათვალი, რომლის აშენებაზე ან რეაბილიტაციაზე დაიხარჯა აღნიშნული თანხა.

,,სტუდია მონიტორისთვის” გაგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ თბილისის მერიას მოსთხოვა ინფორმაცია თითოეული ობიექტზე დახარჯული თანხისა და შემსრულებელი კომპანიების შესახებ. აღნიშნული დეტალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მათ ეცნობათ, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდი”-დან.

რაც შეეხება საიას მოსაზრებას, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა გაუმჭირვალედ იხარჯებოდა, გვინდა განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდი”-დან სრულად ამოიღო მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. შესაბამისად, ერთის მხრივ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სწრაფად დასრულებული ობიექტური გამოძიება ცხადს გახდის, რომ თანხების ხარჯვა ხდებოდა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო მეორეს მხრივ, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

და ბოლოს, რაც შეეხება ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდი”-ს მისამართს, ის შეიცვალა და ამჟამად ის მდებარეობს ძმ. ზუბალაშვილების ქ. #48-ში. ამასთან, გვინდა საიას შევახსენოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ ნებისმიერი იურიდიული პირის მისამართი იხილონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57